- საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ეკონომიკური ზრდის, ბიუჯეტის მაჩვენებლებსა და სამინისტროთა მუშაობაზე ისაუბრა. პრობლემებზე საუბრისას, პრემიერი კვლავ საგარეო ფაქტორებზე მიუთითებს და ამ ფონზე, საქართველოს მიერ ნაჩვენები შედეგებით კმაყოფილია. ღარიბაშვილს მალევე გამოეხმაურნენ ნაციონალურ მოძრაობაში. ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ მთავრობის მეთაური სტატისტიკური მონაცემებით სპეკულირებს.
- 2014 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს საგარეო ვალი 3.8 პროცენტით გაიზარდა. 2014 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით საქართელოს საგარეო ვალი 5 მილიარდ 900 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 35.8 პროცენტია. სახელმწიფო სექტორის ვალი 4 მილიარდ 100 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო მისი კუთვნილი საწარმოების მთლიანი ვალი 829 მილიონი დოლარია, ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები კი 251 მილიონ დოლარს შეადგენს. მთლიანი საგარეო ვალის 93 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით, რაც იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ლარში საგარეო ვალის მოცულობას ზრდის.
- ე.წ. კაბელების საქიმის წინასასამართლო სხდომა 2 კვირაში განახლდება - დღევანდელი სხდომის ნაწილი კი დახურული იყო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალების გამო. თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების მხარდასაჭერად სასამართლოში დღეს ამ უწყების ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ალასანია და მისი თანაგუნდელები იმყოფებოდნენ.
- უჩა ნანუაშვილმა დღეს 2014 წლის ანგარიში წარადგინა - სახალხო დამცველი დოკუმენტში გასული წლის განმავლობაში მომხდარ ძირითად მოვლენებს ეხმიანება - მათ შორის ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირების საქმეებსაც. ანგარიშში ხაზგასმულია ის შემთხვევებიც როდესაც სამართალდამცავებმა საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბეს.
- თავისუფალმა დემოკრატებმა ფილმი გაავრცელეს - მას „ცუდად მიცნობენ" ჰქვია და ეხება როგორც ე.წ. კაბელების საქმეს, ასევე მემორანდუმს, რომელიც საფრანგეთში საქართველოსა და საფრანგეთს შორის გაფორმდა. ირაკლი ალასანია კიდევ ერთხელ საუბრობს საფრანგეთში ყოფნისას მინდია ჯანელიძის ზარის შესახებ.
- ირაკლი ღარიბაშვილმა დაპირებისამებრ ტელევიზორით მიადევნა თვალი ქვეყნის პირველი პირის გამოსვლას და დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გიორგი მარგველაშვილის შენიშვნებსაც გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო უწყებების ფუნქციების დუბლირებაზე გიორგი მარგველაშვილის შენიშვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მის ადმინისტრაციაში სხვადასხვა სამსახურების მოსახლეობისთვის იქმნება და არა პრეზიდენტისთვის.
:პრემიერს პრეზიდენტის კრიტიკაში არც მინისტრები ჩამორჩნენ - მათ შორის, ისინი არ ეთანხმებიან მარგველაშვილის წუხილებს უწყებების ეფექტური ფუნქციონირების შესახებ. პრეზიდენტზე დღეს პარლამენტში დეპუტატებიც საუბრობდნენ.
- ნეპოტიზმისა და ე.წ. ოდეერების პრობლემა საჯარო დაწესებულებებში - ამ თემაზე ამჯერად ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საუბრობს. IDFI კვლევას აქვეყნებს, სადაც მოყვანილია როგორც ნეპოტიზმის მაგალითები, ასევე საუბარია იმ უწყებებზე, სადაც დღესაც მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცერი უსაფრთხოების საკითხებში, ე.წ. ოდეერი.




