სახალხო დამცველის ანგარიში 2014

ომბუდსმენი: პრობლემას წარმოადგენს რელიგიის თავისუფლებით სრულყოფილად სარგებლობა

radiotavisupleba.ge/

სახალხო დამცველმა ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2014 წლის ანგარიში წარმოადგინა, სადაც ვკითხულობთ, რომ რელიგიის თავისუფლებით სრულყოფილად სარგებლობა კვლავ პრობლემაა.

"პრობლემას წარმოადგენს რელიგიის თავისუფლებით სრულყოფილად სარგებლობა, რელიგიური ნაგებობების მშენებლობის ნებართვის მიღება, სადაო რელიგიურ ნაგებობათა კუთვნილება, საჯარო სასკოლო განათლების სივრცეში რელიგიური დისკრიმინაციისა და ზოგადი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნათა იმპლემენტაცია. ასევე პრობლემური იყო რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი შესაძლო დანაშაულებების ეფექტური გამოძიების საკითხი", - წერია ანგარიშში.

გარდა ამისა, ომბუდსმენის ანგარიშით, ეროვნული უმცირესობების მონაწილეობისა და ჩართულობის მაჩვენებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაბალია.

"დაბალია ეროვნული უმცირესობების მონაწილეობისა და ჩართულობის მაჩვენებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პრობლემას კვლავ წარმოადგენს სასკოლო განათლების ფარგლებში მშობლიური ენის შესწავლის საკითხი და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირებულობის ხარისხი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ", - ნათქვამია დოკუმენტში.

კომენტარები