სახალხო დამცველის ანგარიში 2014

ომბუდსმენი: დაკავებისას ადგილი ჰქონდა პოლიციელების მიერ ძალის გამოყენებას

სახალხო დამცველმა ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2014 წლის ანგარიში წარმოადგინა, სადაც საუბარია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, სავარაუდოდ, განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. დოკუმენტის მიხედვით, მონიტორინგმა ცხადყო, რომ დაკავების დროს რამდენიმე შემთხვევაში მოხდა პოლიციის თანამშრომლების მიერ ძალის გადამეტება.

"2014 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს არაერთმა პირმა მიმართა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან სავარაუდოდ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით. მონიტორინგმა ცხადყო, რომ ადგილი ჰქონდა დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლების მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების ტენდენციას. პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ასეთი ფაქტები უფრო ხშირია დასავლეთ საქართველოში. სამწუხაროდ, აღნიშნული დანაშაულების გამოძიების და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემის კუთხით საქართველოს პროკურატურის საქმიანობა არაეფექტურია", - წერია ანგარიშში.

კომენტარები