ბორის ნემცოვის მკვლელობა

რუსული გამოცემის ცნობით, ნემცოვის მკვლელობის საქმეში ახალი მოწმე გამოჩნდა

AFP

რუსული გამოცემა კომერსანტის ცნობით, რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეში ახალი მოწმე გამოჩნდა, რომლის ჩვენებაც გამოძიების აქამდე არსებულ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს. ამ ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა - სახელად ევგენი უშუალოდ მკვლელობის მომენტს შეესწრო. მას სროლის ხმა არ გაუგია, რადგან ამ მომენტში მუსიკას უსმენდა, თუმცა, დაინახა გაქცეული მკვლელი და ავტომანქანა, რომელმაც დამნაშავე წაიყვანა. მოწმე დაჭრილი ნემცოვის დახმარებასაც შეეცადა, თუმცა, ის მის თვალწინ გარდაიცვალა. ევგენი ასევე ორ საეჭვო ქალზე საუბრობს, რომლებმაც მკვლელობის ადგილი სწრაფად დატოვეს.

კომერსანტის ცნობით, მოწმის ჩვენებაში ასახული მკვლელის აღწერილობა არ ემთხვევა მთავარი ბრალდებულის, ზაურ დადაევის გარეგნობას, განსხვავებულია მანქანის მოდელიც. ნემცოვის მკვლელობის საქმეზე სულ 5 პიროვნება, წარმოშობით ჩეჩნები არიან დაკავებული.

აქამდე გამოძიება მთავარ მიზეზად რელიგიური მოტივით შურისძიებას ასახელებდა შარლი ებდოს ტერაქტის შესახებ ნემცოვის განცხადებების გამო.

კომენტარები