ბორის ნემცოვის მკვლელობა

მოსკოვში ბორის ნემცოვის მკვლელობიდან მე-40 დღე აღნიშნეს

AFP

ბორის ნემცოვის მკვლელობიდან მე-40 დღე რუსეთის მოქალაქეებმა მოსკოვში, პოლიტიკოსის მკვლელობის ადგილზე აღნიშნეს. აქციას ოპოზიციის ლიდერებიც ესწრებოდნენ. გამვლელი მანქანები სოლიდარობას ხმოვანი სიგნალებით გამოხატავდნენ. ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილი ნემცოვის მკვლელობის ადგილზე აბრის დადგმას და ხიდისთვის ნემცოვის სახელის დარქმევას მოითხოვს.

ბორის ნემცოვი 28 თებერვალს მოკლეს. საქმეზე ხუთი ადამიანია დაკავებული. ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რომელმაც დანაშაული აღიარა, მოგვიანებით განაცხადა, რომ აღიარებითი ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცა და დანაშაულს არ აღიარებს.

"მე ვარ იმ წერილზე ერთ-ერთი ხელმომწერი, რომლითაც ვითხოვთ, რომ აქ სამახსოვრო აბრა უნდა დაიდგას. რა თქმა უნდა, ნემცოვი ისეთი მასშტაბის ადამიანია, რომ მისი პიროვნების როლის, მისი მკვლელობის და ამ მკვლელობის გამოძიებაზე უარის შეფასებას ჩვენ კიდევ დიდხანს ვერ შევძლებთ. მიმაჩნია, რომ მოსკოვში ნემცოვის ხსოვნა მასშტაბურად უნდა იყოს უკვდავყოფილი", - განაცხადა რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ.

კომენტარები