ბორის ნემცოვის მკვლელობა

ნემცოვის თანამებრძოლებმა უკრაინაში ომის შესახებ მისი მოხსენება გამოაქვეყნეს

AFP

მოკლული რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის თანამებრძოლებმა მოხსენება გამოაქვეყნეს, რომელზეც პოლიტიკოსი მკვლელობამდე მუშაობდა. მოხსენება უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში რუსი სამხედროების მონაწილეობას ეხება.

მოხსენების თანახმად, გასული წლის აგვისტოდან  წლის ბოლომდე უკრაინაში არანაკლებ 150 რუსი სამხედრო დაიღუპა, კიდევ 70 - მიმდინარე წლის დასაწყისიდან. რუსეთის ხელისუფლებამ მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ ომზე ბიუჯეტიდან მილიარდ დოლარამდე დახარჯა. მოხსენება ღია წყაროებიდან მიღებულ და ნემცოვის მიერ მოპოვებულ კონფიდენციალურ ინფორმაციას ეფუძნება. ნემცოვი მოხსენების დიდი ტირაჟით დაბეჭდვას და მოქალაქეებისთვის დარიგებას აპირებდა.

ბორის ნემცოვი მინსკის ცენტრში 27 თებერვალს მოკლეს, როდესაც მეგობარ ქალთან ერთად სახლში ბრუნდებოდა. მკვლელობის საქმეზე ხუთი პირია დაკავებული, თუმცა, დანაშაულის სავარაუდო მოტივს გამოძება ამ დრომდე ვერ ასახელებს.

კომენტარები