ე.წ. კაბელების საქმე

შესაძლოა, ბრალი თავდაცვის უწყების სხვა თანამშრომლებსაც წარედგინოთ

ლევან ბაჩიაშვილი - პროკურორი
პროკურატურა

პროკურორ ლევან ბაჩიაშვილის ცნობით, ე.წ. კაბელების საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო სისხლის სამართლის საქმე თავდაცვის სამინისტროს დაუდგენელი თანამდებობის პირების მიმართ. 

"დასრულდა გამოძიება ხუთი ბრალდებული პირის მიმართ და საქმე სასამართლოში წარიმართა განსახილველად. აღნიშნულ საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო სისხლის სამართლის საქმე თავდაცვის სამინისტროს დაუდგენელი თანამდებობის პირების მიმართ სახელმწიფო თანხის გაფლანგვის ფაქტზე, რაზეც ინტენსიურად გრძელდება გამოძიება", - თქვა ბაჩიაშვილმა.

კომენტარები