ლეხ კაჩინსკის საქმე

პოლონეთს პროკურატურამ კაჩინსკის საქმეზე ბრალი ორ რუს დისპეტჩერს წარუდგინა

twojewiadomosci.com.pl

პოლონეთის სამხედრო პროკურატურამ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის და მისი თანმხლები პირების დაღუპვის საქმეზე ბრალი ორ რუს ავიადისპეტჩერს წარუდგინა. მათ ბრალი ედებათ არაგანზრახ ქმედებაში, რომელმაც ავიაკატასტროფა გამოიწვია, - განაცხადა პროკურატურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავი სმოლენსკის აეროპორტში დაშვებისას 2010 წლის 10 აპრილს ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 96 ადამიანი დაიღუპა. რუსეთში მოქმედი საერთაშორისო საავიაციო კომიტეტის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ პასუხისმგებლობა პოლონურ ეკიპაჟს დააკისრა. თუმცა, პოლონეთის მთავრობის 2011 წლის მოხსენების თანახმად, ეკიპაჟის ცუდ მომზადებასთან ერთად კატასტროფა ცუდმა ამინდმა, დისპეტჩერების არასწორმა და დაგვიანებულმა მითითებებმა და აეროპორტში უსაფრთხოებისთვის აუცილებელი აღჭურვილობის არარსებობამ გამოიწვია.

კომენტარები