ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

კუბლაშვილი: პრემიერი ყველაზე არაადეკვატურია ჩვენს ქვეყანაში

chveniambebi.info

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი პავლე კუბლაშვილი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ პრესკონფერენციას აფასებს და პრემიერს "ყველაზე არაადეკვატურს" უწოდებს.

"პრემიერმა ტრადიციულად ისაუბრა წარმატებებზე, აყვავებულ ქვეყანაზე, გაუმჯობესებულ ეკონომიკაზე და იმაზე, თუ რამდენად ბევრი იღვაწა მთავრობამ, რომ ასეთი ცხოვრება ჰქონოდა დღეს ხალხს. თუ მას უნდა, რეალობა დაინახოს, გამოვიდეს იმ შენობიდან, ჩავიდეს ელიავას ბაზრობაზე, ნახოს, რა მდგომარეობაში არიან ჩვეულებრივი ადამიანები, რომელთათვისაც ცხოვრება გახდა უფრო მძიმე იმ პრობლემების გამო, რაც ეკონომიკას აქვს, რაც ლართან დაკავშირებით არის, რაც, ზოგადად, ქვეყანაშია შექმნილი. მაგრამ ელიავას ბაზრობის რეალობას პრემიერი თვალს არ უსწორებს, ეს არის მისი პრობლემა. რაც არ უნდა გველაპარაკოს ლამაზი ტრიბუნის წინ იმაზე, რომ ქვეყანაში თურმე ბევრი რამ სასიკეთო გაკეთდა და ამას მსოფლიო ხედავს, მთავარია, ჩვენი საზოგადოება რას ხედავს. ჩვენი ხალხი ხედავს გაუარესებულ სოციალურ პირობებს, გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობას, გაუარესებულ კრიმინალურ მდგომარეობას. ამიტომ, სამწუხაროა, მაგრამ დღესაც პრემიერი ყველაზე არაადეკვატურია ჩვენს ქვეყანაში", - თქვა კუბლაშვილმა.

კომენტარები