ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

პრემიერი: პოროშენკოს შევთავაზე - ნებისმიერი სფერო მითხარი, დაგეხმარებით

ორი ვიცეპრემიერი გავგზავნე უკრაინაში. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ არც პრემიერმინისტრი მაშინ არ იყო თავისუფალი, არც პრეზიდენტი. მაგრამ მე ორი ვიცეპრემიერი გავგზავნე - კახა კალაძე და გიორგი კვირიკაშვილი, სულ რაღაც 2 თვის წინ. ფინანსთა მინისტრი აპირებს ჩასვლას, საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ჩასული, პრეზიდენტი იყო ჩასული, ევროინტეგრაციის მინისტრი იყო ჩასული - ყველა ეს დელეგაციები მოძრაობენ, მოადგილეების დონეზე ჩადიან და მიდის მუშაობა. ჩვენ ურთიერთობები არ გაგვიწყვეტია და, რა თქმა უნდა, არც გავწყვეტთ. პირიქით, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მაქსიმალურად მხარში დავუდგეთ უკრაინის ახალ მთავრობას. ვიცი, რომ სჭირდებათ რეფორმები, სჭირდებათ იუსტიციის სამინისტროს მიმართულებით რეფორმები, ფინანსთა სამინისტრო, პოლიციის მიმართულებით. მე პრეზიდენტ პოროშენკოს დავურეკე რამდენჯერმე, დავურეკე პრემიერმინისტრ იაცენიუკს და ვუთხარი, ღიად შევთავაზე, რომ ნებისმიერი სფერო დამისახელე, რაში გჭირდებათ ჩვენგან დახმარება. მზად ვარ, გავაგზავნო 10, 20, 30 კაცი გრძელვადიანად და აღმოვუჩინოთ დახმარება. ამ ეტაპზე არ გვაქვს ჩვენ მათგან რაიმე ოფიციალური მოთხოვნა, მომართვა დახმარების მიღების თაობაზე

კომენტარები