ეს არის ჩვეულებრივი ასავალ-დასავალის ჭორები, რომელსაც დგას ახლა ამხელა კაცი და ტრიბუნიდან ლაპარაკობს. ჩვენი აქცია იყო ძალიან ხალხმრავალი, ცხადია, ჩვენ ძალიან მწირე რესურსი გვაქვს და რაღაც ფულის დახარჯვაზე საუბარი ძალიან სასაცილოა. მგონი მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა შეიკრიბა 21-ში. მათგან ყველა არ იყო მაინცდამაინც ენმ-ის აქტივისტი, ან ენმ-ის მომხრე. ეს იყო მოსახლეობა, რომელიც თვლის, რომ ის იყო მოტყუებული ამ ხელისუფლების მიერ. მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ ეს მთავრობა არის უუნარო და უნდა წავიდეს და ვიღაცამ უნდა დაიწყოს ამ ქვეყანაში ეკონომიკის გაჯანსაღებაზე ზრუნვა
ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია
ჯაფარიძე პრემიერის განცხადებაზე: ეს არის ჩვეულებრივი ასავალ-დასავალის ჭორები
tbl.ge/nsm
დაკოპირდა
ასე გამოეხმაურა ენმ-ის აღმასრულებელი მდივანი ზურაბ ჯაფარიძე პრემიერმინისტრის განცხადებას, რომელმაც 21 მარტის აქციაზე მისულ მოქალაქეები კიდევ ერთხელ მოიხსენია ფულით მიყვანილებად.
ამავე თემაზე
- პრემიერი: პრესკონფერენციაზე გაზეთებმა ვერ დასვეს კითხვა, რაც უნდა გამოსწორდეს
- პრემიერი: პოროშენკოს შევთავაზე - ნებისმიერი სფერო მითხარი, დაგეხმარებით
- სერგეენკო: პრემიერმა ძალიან ნათლად გასცა პასუხები დასმულ კითხვებს
- კუბლაშვილი: პრემიერს კულტურა უნდა ეყოს და თანამოქალაქეებს სექტა არ უწოდოს
- გაბაშვილი: ივანიშვილის თანაშემწე აგრძელებს უზრდელურ და თავხედურ რიტორიკას