ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შესახვედრად, რომელიც ამჟამად ვაშინგტონში სემინარში მონაწილეობისთვის იმყოფება, დრო ვერ გამონახა. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროს ცნობით, იენს სტოლტენბერგის ოფისმა თეთრ სახლს შეხვედრის ორგანიზება წინასწარ სთხოვა, თუმცა, პასუხი ვერ მიღო. აშშ-ის ყოფილი ელჩის NATO-ში კურტ ვოკერის განცხადებით, მისთვის რთული დასაჯერებელია, რომ ბარაკ ობამამ დრო ვერ გამონახა ალიანსის გენერალურ მდივანთან შესახვედრად, როდესაც ალიანსის გარშემო ამდენი აქტუალური საფრთხე არსებობს.
Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ სტოლტენბერგმა ბოლო მომენტში მხოლოდ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან შეხვედრაზე თანხმობა მიიღო. ავტორის აზრით, ობამას ასეთი ქცევით რუსეთის პრეზიდენტი მიიღებს გზავნილს იმის შესახებ, რომ თეთრი სახლისა და NATO-ს თანამშრომლობა შეირყა.
NATO-ამერიკა
BLOOMBERG: ბარაკ ობამამ NATO-ს გენერალურ მდივანთან შესახვედრად ვერ მოიცალა

AP




