ბიძინა ივანიშვილი

ჟორჟოლიანი: ივანიშვილი არაფორმალური ლიდერი ნამდვილად არის

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ბატონი ივანიშვილი სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით, როგორც ფართო საზოგადოებაში, ასევე მთავრობაში და უმრავლესობაში. შეიძლება, წარმოვიდგინოთ, რომ ის გარკვეულწილად არაფორმალური ლიდერი არის... ის მმართველობაში მონაწილეობას არ იღებს უშუალოდ... არაფორმალური ლიდერობა გულისხმობს იმას, რომ მას ლიდერის პოზიცია აქვს, ეს პოზიცია მან მოიპოვა იმით, რომ იყო ლიდერი იმ მოძრაობისა, რომელმაც დაამარცხა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობა... მე ვხსნი იმას, რომ ის არაფორმალური ლიდერი ნამდვილად არის.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში.

კომენტარები