IRI-ის კვლევა

IRI: გამოკითხულთა უმრავლესობას NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება სურს

ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 79% მხარს უჭერს NATO-ში გაწევრიანებას, ხოლო 15% წინააღმდეგია.

რაც შეეხება ევროკავშირს, კვლევაში მონაწილეთა 85% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, წინააღმდეგობას კი, რესპონდენტთა 9% გამოხატავს.

ამას გარდა, IRI-ის გამოკითხვის თანახმად, ევროკავშირთან ურთიერთობას დადებითად აფასებს კვლევაში მონაწილეთა 91%, ხოლო აშშ-სთან - 90%;

კომენტარები