თბილისის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე თბილისის მერი დავით ნარმანია იყო მიწვეული, თუმცა ის არ გამოცხადდა.
სხდომაზე მერიის ბიუჯეტის მილიონ 800 ათასი ლარით შემცირების საკითხი განიხილეს, რაც ფრაქციების წარმომადგენლების თქმით, საკმარისი არ არის კრიზისის პირობებში.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ირაკლი აბესაძის თქმით, ფრაქციების მიერ მერის მოწვევის შემთხვევაში, მას სხდომაზე გამოცხადების ვალდებულება აქვს.





