უზენაესი სასამართლო

პრეზიდენტი: ყველაზე მაღალი ინტერესი, რისთვისაც შეიქმნა სახელმწიფო, სამართალია

სახელმწიფოს ფუნდამენტი არის ის, რომ თითოეული ადამიანის უფლება დაცულია, ამისათვის შეიქმნა სახელმწიფო. ამასთანავე, სახელმწიფოს მართავენ პოლიტიკოსები, და ბუნებრივია, მათ აქვთ თავიანთი ვიწრო პარტიული ინტერესები; სახელმწიფოს მართავენ სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც სახელმწიფო ინტერესებსაც მაღლა აყენებენ, მაგრამ დღეს მე თქვენ გეუბნებით, რომ ყველაზე მაღალი ინტერესი, რისთვისაც შეიქმნა სახელმწიფო, რასაც უნდა ემსახურებოდნენ პოლიტიკოსები და რასაც უნდა ასწორებდეს და ასტაბილურებდეს სახელმწიფოს მთავარი ინსტიტუტი, ეს არის სამართალი.

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის წარდგენაზე.

კომენტარები