არჩევნები საფრანგეთში

საფრანგეთში არჩევნების პირველ ტურში ნიკოლა სარკოზის პარტია ლიდერობს

France's President Sarkozy attends a meeting with health responsibles at the Brie-Comte-Robert hospital
Philippe Wojazer / REUTERS

საფრანგეთში ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურში ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის პარტია ლიდერობს.

ბიულეტენების დიდი ნაწილის დათვლის შემდეგ კავშირს სახალხო მოძრაობისათვის მოსახლეობის 36% უჭერს მხარს, მეორე ადგილზე 26%-ით მარი ლე პენის ეროვნული ფრონტია. სოციალისტების მმართველი პარტია კი 20%-ით მესამე ადგილზეა.

საფრანგეთში არჩევნების მეორე რაუნდი 29 მარტს გაიმართება. საბოლოო შედეგები თუ არ შეიცვლება, არჩევნებში სარკოზის ლიბერალურ-კონსერვატორული პარტია ლე პენის ეროვნულ ფრონტს დაუპირისპირდება.

კომენტარები