არჩევნები საფრანგეთში

სარკოზის და ოლანდს შორის დებატები გაიმართა

საფრანგეთში საპრეზიდენტო კანდიდატებს, ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზისა და სოციალისტ ფრანსუა ოლანდს შორის სატელევიზიო დებატები გაიმართა.

დებატების ფარგლებში, რომელიც დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა, კანდიდატებმა სახელმწიფო ვალის, ენერგეტიკის, იმიგრაციისა და საშინაო პოლიტიკის საკითხები განიხილეს.

ოლანდის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ თავად გახდება საფრანგეთის პირველი პირი, ”იგი სამართლიანი პრეზიდენტი იქნება და ფრანგ ერს გააერთიანებს.” მან ქვეყნის მოქმედი ხელმძღვანელი უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ფრანგი ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირებაში დაადაშაულა. ოლანდმა სარკოზის ბრალი დასდო აგრეთვე, გაჭირვებული ხალხისადმი უყურადღებობაში.

იმიგრაციის თემის განხილვისას ოლანდმა პირობა დადო, რომ პრეზიდენტად გახდომის შემთხევაში, იგი რეფერენდუმის საკითხს დააყენებს, რომელიც უცხოეთში მცხოვრებ საფრანგეთის მოქალაქეებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემს.

ნიკოლა სარკოზის მთავარ არგუმენტს ოპონენტის წინააღმდეგ ის ფაქტი წარმოადგენდა, რომ ამჟამინდელ პირველ პირს უკვე აქვს მძიმე ვითარებაში სახელმწიფოს მართვის გამოცდილება.

უკანასკნელი გამოკითხვის თანახმად, ამომრჩეველთა 53% მზადაა, ხმა ოლანდს მისცეს, ხოლო სარკოზის მხარს საზოგადოების 47% უჭერს.

 

კომენტარები