საფრანგეთის რეგიონალური არჩევნების მეორე ტურში ულტრა მემარჯვენე ნაციონალური ფრონტი დამარცხდა. ეგზიტპოლის მიხედვით პარლამენტში უმეტეს ადგილს ნიკოლა სარკოზის პარტია დაიკავებს.
საფრანგეთის ჩრდილოეთ რეგიონში ნორ-პა-დე-კალეში ლე პენი დაამარცხა სარკოზის პარტიის წარმომადგენელმა ხავიერ ბერტრანდმა, ხოლო ლე პენის ძმიშვილი მარიონ მარეშალ ლე პენი სამხრეთში, ასევე რესპუბლიკელთან დამარცხდა.
ცნობისათვის, გასულ კვირას რეგიონალური არჩენვების პირველ ტურში 13-იდან 6 ტურში ლე პენის ნაციონალური ფრონტი ლიდერობდა.
არჩევნები საფრანგეთში
საფრანგეთის რეგიონალური არჩევნების მეორე ტურში ნაციონალური ფრონტი დამარცხდა
![](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_lg/public/photos/2013/04/8575.jpeg.jpg?itok=I5fRIbgi)