არჩევნების პროცესში მე ვპირდებოდი მოსახლეობას, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით გავაკეთებდი დახმარებას, სუბსიდირებას და ვპირდებოდი, რომ იქნება 1-წლიანი და 7-წლიანი კრედიტებიც, 100 ახალი საწარმო გაკეთდებოდა და მათ ექნებოდათ შეღავათიანი კრედიტები. 800 მილიონამდე შევიდა სოფლის მეურნეობაში, რომელზეც არავინ არაფერს ამბობს. მზაობა კიდევაა. მე სადაც ვღებულობდი მონაწილეობას მთავრობასთან, რაზეც ეჭვი აქვს საზოგადოებას, რომ მე ვმართავ ხელისუფლებას - ეკონომიკის მიმართულებით, რა თქმა უნდა, ყველაზე აქტიური ვიყავი და ყველაზე მეტი ცოდნა მაქვს. მთავრობის მიერ გაცილებით უფრო დიდი პროექტი მზადდება, რომელიც გაცილებით დიდ თანხებს შეიტანს ამ მიმართულებით. კიდევ მეტი იქნება უფასო ფული. რა თქმა უნდა, ეს არ არის ეკონომიკური ტერმინი. ნაციონალური მოძრაობა თავხედურად ცდილობს დაამახინჯოს ეს ტერმინი. თვითონ ხდებიან საცოდავები და სასაცილოები. როდესაც 1, 2 ან 3 პროცენტია გადასახდელი, ეს პრაქტიკულად უფასო ფულია. ეს უფასო კიდევ უფრო მეტი ელოდება ჩვენს ეკონომიკას. წახალისების მხრივ მთავრობაც კიდევ უფრო აქტიურობს. უფასო ფული გაცილებით უფრო მეტი უნდა შემოვიდეს ეკონომიკაში.
tbl.ge/gsx
დაკოპირდა

ექსპრემიერი და გადაცემა კვირის 2030-ის წამყვანი ბიძინა ივანიშვილი უფასო ფულზე.
ამავე თემაზე
- ივანიშვილი: 48 წელია ილია მეორე ღირსეულად ატარებს ერის სულიერი მამის მძიმე ჯვარს
- "ივანიშვილის პოლიტიკური დევნა დიფ სთეითმა 2008 წლიდან დაიწყო" - ადვოკატი
- მისი ქონება $6.34 მლრდ-ზე ნაკლებია – Bloomberg განმარტავს, რატომ ამოიღეს ივანიშვილი სიიდან
- დეკანოიძე: ივანიშვილმა დაითხოვა კომპანიები, რომლებიც მას აშშ-სთან დალაგებას ჰპირდებოდნენ
- ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება




