თავდასხმა სინაგოგაზე

ლონდონში, სტემფორდ ჰილში 20 ადამიანი სინაგოგას თავს დაესხა

ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სტემფორდ ჰილში 20 ადამიანი სინაგოგას თავს დაესხა. თავდასხმის შედეგად ერთი იუდეველი დაშავდა, ასევე დაზიანდა შენობა.

თავდამსხმელები სინაგოგაში დილით შეიჭრნენ, სალოცავი წიგნები დახიეს და ებრაელებს ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. ამის შემდეგ ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ მამაკაცს, რომელიც მათ შეჩერებას ცდილობდა. პოლიციამ ამ დროისთვის ექვსი დამნაშავის დაკავება შეძლო.

კომენტარები