ნოვრუზ ბაირამი

სახალხო დამცველი აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს

უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაულს ულოცავს საქართველოში მცხოვრებ ყველა აზერბაიჯანელს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დღესასწაულის სიხარულს იზიარებს. 

"გისურვებთ სიკეთეს, სიხარულსა და ჯანმრთელობას. საქართველოში ნოვრუზ ბაირამის აღნიშვნა ტრადიციად იქცა. ის გაზაფხულის შემოსვლასა და სიცოცხლის განახლებას უკავშირდება" - აცხადებს სახალხო დამცველი.

საქართველოში ნოვრუზ ბაირამი აღინიშნება. ნოვრუზი სპარსული სიტყვაა და "ახალ დღეს" ნიშნავს. მისი აღნიშვნის ტრადიცია ზოროასტრიზმის (ცეცხლთაყვანისმცემლობა) უძველესი რელიგიიდან იღებს სათავეს და დღეღამსწორობას უკავშირდება. ითვლება, რომ 21 მარტიდან, როცა დღე და ღამე ერთმანეთს უტოლდება, ახალი წელი ბუნების გამწვანებასთან ერთად იწყება. ეს არის დრო, როცა დედამიწა ახალ სიცოცხლეს იწყებს, ხოლო აზერბაიჯანელები და ათზე მეტი სხვა ერი - ახალ წელს.

2010 წელს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ნოვრუზ ბაირამი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეების დღესასწაული, საერთო სახალხო დღესასწაულად გამოაცხადა.

2010 წლის 19 თებერვალს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელმაც 21 მარტი "ნოვრუზის საერთაშორისო დღედ" გამოაცხადა და მიესალმა დღესასწაულის აღმნიშვნელ სახელმწიფოებს, რომლებიც ხელს უწყობენ მასთან დაკავშირებული კულტურული ტრადიციების შენახვასა და განვითარებას. საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი მოქალაქეებისთვის ზეიმს ტრადიციული დატვირთვა აქვს, რომელიც კავშირში არ არის ისლამურ რელიგიასთან.

კომენტარები