ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: მომავალში, ცოტა გვიან, ნარმანიას სტილი იქნება იდეალური

ნარმანია არის მეთოდური, მე ვფიქრობ, ევროპული ტიპის მენეჯერი... საქართველოს, ქართულ ხასიათს, დღევანდელ ჩვენს მდგომარეობას შეიძლება ბოლომდე იდეალურად არ ერგება. მე მოვუწოდე და კიდევ ერთჯერ მოვუწოდებ, რომ მას მოუწევს გათვალისწინება რეალობის და ცოტა მეტი ფორსირება მოუწევს თავისი მენეჯერული თვისებების. საერთო ჯამში, ნარმანია იყო ჩემთვის არჩეული იმისთვის, რომ ეს ყოფილიყო სიმბოლო ახალი ტიპის მართვის. ის, რაც დააფუძნა სააკაშვილმა, რომ შენობებს, რომლებსაც სჭირდებოდა ორი-სამი წელიწადი და ერთი წელიწადი არქიტეტქტურული დამუშავების და ცხრა თვეში აშენებდა და რვა თვეში და მერე რაც ხდებოდა და როგორც ხდებოდა, არამარტო შენობებს, გზებს აგებდნენ და რამდენიმე დღეში ეს გზები ფუჭდებოდა, ეს იყო ჩემთვის ეტალონი იმისა, რომ ეს სტილი უნდა დაფუძნდეს. მომავალში, ცოტა გვიან, ნარმანიას სტილი იქნება იდეალური.

განაცხადა ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საჯარო ბიბლიოთეკაში.

კომენტარები