21 მარტის აქცია

21 მარტის აქციასთან დაკავშირებით, შსს-ში თათბირი ენმ-ის მონაწილეობით გაიმართა

21 მარტს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი გაიმართა. თათბირს ესწრებოდნენ პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები.

შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსს შალვა ბარელაძეს და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსს შალვა ბედოიძეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა აქციის ჩატარების გეგმა გააცნეს. შეხვედრაზე განიხილეს აქციის უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფის საკითხები, ასევე აქციის ჩატარების ადგილსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობის მარშრუტები.

კომენტარები