ციხის კადრები

ბოკერია ღარიბაშვილის განცხადებაზე: რაღაც საზღვარი უტიფრობას ხომ უნდა ჰქონდეს?

დღეს მოვისმინე პრემიერმინისტრის განცხადება, სადაც მან ნაციონალურ მოძრაობას დააბრალა ეს კატასტროფული აქცია - მოსწავლეების, ბავშვების მიყვანა ძალადობრივი კადრების საჩვენებლად. როგორ არ რცხვენია ღარიბაშვილს, რაღაც საზღვარი უტიფრობას ხომ უნდა ჰქონდეს? გვახსოვს, იძახის, რომ ეკონომიკაში ყველაფერი კარგად არის და ნაციონალური მოძრაობა იგონებს ყველაფერს, კრიმინალში ყველაფერი კარგად არის და ნაციონალური მოძრაობა იგონებს ყველაფერს და თუ ცუდად არის, შპრიცებს ნაციონალები ყრიან, ამას იძახის.. იცით ეს უტიფრობა, მაგრამ ამ ბავშვებზე უტიფრობა გაცდა ყველა საზღვარს და არის ერთადერთი როტორიკული კითხვა -  როგორ შეიძლება ჩვენს ქვეყანას ასეთი მთავრობა ჰყავდეს, ღარიბაშვილისნაირი და როგორ ბედავს ივანიშვილი, რომ ასეთი მთავრობა დაგვასვას თავზე?.. ესენი უნდა წავიდნენ დემოკრატიული გზით.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანმა გიგა ბოკერიამ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეაფასა. პრემიერმა ფილმის - სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა - მოსწავლეებისთვის ჩვენებას ენმ-ის დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა.

კომენტარები