ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ზუგდიდში მსვლელობას მართავს

რუსთავი 2

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდში მსვლელობას მართავს. პროტესტის მონაწილეები მუნიციპალიტეტის შენობასთან შეიკრიბნენ. აქციაში საპარლამენტო უმცირესობის რამდენიმე წარმომადგენელიც მონაწილეობს. მათი განცხადებით, აქციას ორი მიზანი აქვს - მოუწოდონ მოქალაქეებს 21 მარტს, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამოსვლისკენ და უარი უთხრან ძალადობას, რომელიც რამდენიმე დღის წინ მათ წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებზე განხორციელდა.

"ეს მთავრობა იმიტომ უნდა წავიდეს, რომ გაყიდა საქართველო, ჩააბარა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, მოატყუა ქართული საზოგადოება, ქვეყანა არის უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში, დააკავა გმირები და გამოუშვა ჯაშუშები", - განაცხადა ენმ-ის წევრმა აკო მინაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის თქმით კი, "ეს აქცია იქნება კიდევ ერთხელ შეხსენება ხელისუფლებისთვის, რომ ძალადობით ის ვერცერთ პრობლემას ვერ გადაწყვეტს".

კომენტარები