ციხის კადრები

სანიკიძე ფილმის ჩვენებაზე: პროცესები მიმდინარეობდა პროვოკაციების ფონზე

პროცესები მიმდინარეობდა პროვოკაციის ფონზე. აქედან გამომდინარე, დავიწყეთ მოკვლევა, რომ არ მოხდეს ვინმეს ან უკანონოდ დასჯა, ან ცილისწამება და ა.შ. თემა სენსიტიურია და ამ სენსიტიურობიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ჯერ მქონდეს მოკვლევის შედეგები, რომ ამის შესახებ უფრო დეტალურად ვისაუბროთ და ვნახოთ, რეალურად რა მოხდა. წინასწარი მონაცემებით, და ამას უკვე ფაქტებით დავადასტურებთ, ის ვიცით, რომ ზუგდიდის შემთხვევაში დარბაზში ბავშვები არ ისხდნენ. ფოთს რაც შეეხება, დაველოდები მოკვლევას, იმიტომ რომ ყველაფერი მიმდინარეობდა კარგად დაგეგმილი პროვოკაციების ფონზე.

განაცხადა განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ რეგიონებში ფილმის "სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკის" სკოლის მოსწავლეებისთვის ჩვენებაზე.

კომენტარები