ფოკუსი

18 მარტი, 2015

- რუსეთის პრეზიდენტმა და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა მოსკოვში ხელი მოაწერს ე.წ. ხელშეკრულებას მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ. მოსკოვში ცხინვალის რეჟიმს შორის ე.წ. ხელშეკრულებას ხელი ჟენევაში ოთხმხრივი მოლაპარაკებების 31-ე რაუნდის მიმდინარეობის პარალელურად მოეწერა.
- დეკემბერში კანცელარიამ პრემიერმინისტრისთვის იტალიური ავეჯის შესაძენად 181 ათასი ლარი დახარჯა - ინფორმაციას ამ შესყიდვების შესაბ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს. მაგალითად, ირმა ნადირაშვილის თქმით, მთავრობის ადმინისტრაციამ ბატუტიანი საწოლის შესაძენად 24 ათასი ლარი, ხოლო ბროდვეის სტილის სავარძლის შესაძენად კი 13 ათასი ლარი გადაიხადა.
- საპარლამენტო უმცირესობამ ავტოდილერებისთვის საკანონმდებლო ინიციატივა შეიმუშავა. როგორც პარლამენტის დღევანდელ სესიაზე უმცირესობის წევრმა, მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, ავტომობილების ბიზნესი ცუდ მდგომარეობაშია და სიტუაციის გამოსასწორებლად ავტოდილერებს საბაჟო გადასახადზე უნდა დაუწესდეთ განვადება და გადაუვადდეთ სანქცია-საურავები.
- 4 არასამთავრობო ორგანიზაცია - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, სამართლიანი არჩევნები და სამოქალაქო განვითარების სააგენტო გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის განმეორებით გამოყენების საკითხს ეხმაურება. მათ მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის ყოფილ მერს ტელეკომპანია იმედის საქმეზე ბრალი სხვადასხვა დროს სამჯერ წარედგინა. არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ საქმეში არსებული გარემოებები და შინაარსობრივად ერთი საქმის რამდენიმე ნაწილად დაყოფა გამოძების ხელოვნურ გაჭიანურებასა და პოლიტიკურ მოტივებზე მიანიაშნებს.

კომენტარები