ციხის კადრები

პრემიერი: ფილმის ჩვენებაზე ენმ-ს მხარდამჭერი ბავშვები გამიზნულად მიიყვანეს

ქალაქ ფოთში ორგანიზება გაუკეთეს თავისუფალი ზონის მხარდამჭერებს, ბავშვებს, ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს, მოხდა მათი გამიზნულად მიყვანა და ამ ფილმის ჩვენება. შემდეგ აქცენტი გადაიტანეს ამაზე, რომ ბავშვები აღმოჩნდნენ დარბაზში და არა იმაზე, თვითონ ბავშვებს როგორ ექცეოდნენ ციხეებში. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რა ხდებოდა ციხეებში - ბავშვებს როგორ სცემდნენ, ტანჯავდნენ, აწამებდნენ, აუპატირებდნენ. და მთელი საზოგადოების ყურადღება, მათ შორის განათლების სამინისტროსი, მიმართეს სწორედ ამ მიმართულებით.

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამეგრელოს ქალაქებში სკოლის მოსწავლეებისთვის ფილმის - სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა - ჩვენებაზე.

კომენტარები