ფოკუსი

17 მარტი, 2015

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 21 მარტის აქციასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს არ დაარღვიონ საზოგადოებრივი წესრიგი და კანონის ფარგლებში იმოქმედონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა სამართალდამრღვევი პირი კანონის შესაბამისად დაისჯება.
- ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. მისი უწყების მიერ გავრცელებული განცხადების მსგავსად, ვახტანგ გომელაურმა ორივე მხარეს პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
- არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი შეშფოთებას გამოთქვამს თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის მეორედ შეფარდების გამო. ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ პროკურატურისა და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საფუძვლიანად ბადებს ეჭვებს პოლიტიკურად მოტივირებულობასთან დაკავშირებით. ხელმომწერები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უარი თქვას პროკურატურის პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნებისთვის გამოყენებაზე.
- სანქციები, რომელიც შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმს ანექსიის გამო შემოიღო, ძალაში დარჩება სანამ ოკუპაცია გრძელდება. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ განაცხადა.

კომენტარები