21 მარტის აქცია

სესიაშვილი: საზოგადოებას უკვირს რომ უფრო მეტი ენმ-ს ლიდერი არ არის დაკავებული

ირაკლი სესიაშვილი
facebook.com/irakli.sesiashvili

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი, რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების წინასწარ პატიმრობაში დარჩენაზე საუბრობს. სესიაშვილის თქმით, ''საზოგადოებას უკვირს ის, რომ უფრო მეტი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი არ არის დაკავებული''.

თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით ყოფილი ხელისუფლების ლიდერების დაკავება ბუნებრივია.

''თუკი ვსაუბრობთ რომ ეს მაღალჩინოსნები, ყოფილი ლიდერები არიან დაკავებულნი, ეს ბუნებრივია. იმიტომ რომ ქვეყანა, სადაც სისტემურ დანაშაულს ჰქონდა ადგილი, სადაც ყვეალფერი მოდიოდა, ბიზნესის დატერორება, ადამიანეის უფლებების შელახვა, წამება და უთვალავი აბსოლიტურად მიუღებელი ქმედება ცივილიზებული სამყაროსთვის, ეს ყველაფერი მოდიოდა ზემოდან. ქვეყანას მართავდა პოლიტიკური მაფია, 5-6 კაცი, რომლებიც ზემოდან რასაც იტყოდნენ, ვინ უნდა მოეკლათ, ვისი გვამი უნდა მოეტანათ, რომელი ბიზნესმენი უნდა გაეწეწათ, მედია ხელში როგორ ჩაეგდოთ. არ დაგვავიწყდეს ბატონო გოკა, თქვენ რომ 21 მარტს გამოსვლას აპირებთ, არ დაგავიწყდეთ, რომელ ქუჩაზე უნდა გაიაროთ. არ დაგავიწყდეთ, რომ იმ ქუჩაზე სისხლი გაქვთ დაღვრილი, ადამიანები გყავთ იქ ნაცემი, ნაწამები, ძირს აფორთხიალებდით და სისხლში იყო იქაურობა''.

კომენტარები