ციხის კადრები

კალაძე ციხის კადრების ჩვენებაზე: ეს იყო თავისუფალი ზონის პროვოკაცია

ფილმი, რომელიც არის დოკუმენტების საფუძველზე შექმნილი, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია, რომ ეს ნახონ სკოლის მოსწავლეებმა და აქაც მე ვთვლი, რომ ეს იყო გარკვეულწილად პროვოკაცია თავისუფალი ზონის. გავრცელდა ფოტომასალა კონკრეტული პიროვნებების, ვინც ინტერვიუს აძლევდა, რომ თითქოს ძალდატანებით მოხდა მათი წამოყვანა სკოლებიდან, ეს ახალგაზრდები არიან თავისუფალი ზონის წევრები. მე მინდა, ასევე ყველას მოვუწოდო, რომ თავი შეიკავონ.

განაცხადა ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ რეგიონებში, დოკუმენტური ფილმის "სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკის" ჩვენებაზე მოსწავლეების, მშობლების და მასწავლებლების მიყვანაზე. ენმ-ის ცნობით, ფილმის ჩვენებაზე დამსწრეები მუქარით მიიყვანეს.

კომენტარები