დემონსტრაცია ბრაზილიაში

ბრაზილიაში დემონსტრანტები ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებენ

Yasuyoshi Chiba / AFP

ბრაზილიაში მოქმედი პრეზიდენტისა და მთავრობის წინააღმდეგ დემონსტრაციებზე საერთო ჯამში 2 მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა. აქციები ერთდროულად ქვეყნის 147 ქალაქში გაიმართა. ყველაზე დიდი დემონსტრაცია სან პაულუში ჩატარდა. დემონსტრანტები პრეზიდენტ დილმა რუსეფს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს კორუფციაში ადანაშაულებენ. საქმე სახელმწიფო ნავთობკომპანია პეტრობრასის კორუფციულ საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხება, რომელშიც 30-ზე მეტი პარლამენტარი და მაღალჩინოსანია ბრალდებული.

გამოვლენილი დარღვევების პერიოდში კომპანიას ბრაზილიის ახლანდელი პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა. თავად რუსეფი კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობას უარყოფს. იგი მეორე ვადით გასული წლის ოქტომბერში აირჩიეს.

კომენტარები