ქალთა მიმართ ძალადობა

თბილისში ქმარმა ცოლი მოკლა

სამართალდამცველებმა 1979 წელს დაბადებული რაფაელ შ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, არსენალის მთის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლე - 1983 წელს დაბადებული სუზანა ს. მოკლა. სამართალდამცველებმა რაფაელ შ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

კომენტარები