ციხის კადრები

ნანუაშვილი: არასრულწლოვნების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება დაუშვებელია

ჩვენ ვსწავლობთ კონკრეტულად ამ ინფორმაციას და მოგვიანებით გავაკეთებთ დეტალურ განცხადებას, თუმცა, თავისთავად, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, მე ვფიქრობ, არის ძალიან სამწუხარო, რომ არასრულწლოვნების გამოყენება ხდება გარკვეული პოლიტიკური მიზნებისთვის, ეს არის დაუშვებელი და ნებისმიერ შემთხვევაში, სახელმწიფომ უნდა დაიცვას არასრულწლოვანთა უფლებები სწორედ ასეთი გავლენებისგან.

განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა რეგიონებში, დოკუმენტური ფილმის "სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკის" ჩვენებაზე მოსწავლეების, მშობლების და მასწავლებლების მიყვანაზე. ენმ-ის ცნობით, ფილმის ჩვენებაზე დამსწრეები მუქარით მიიყვანეს.

კომენტარები