ციხის კადრები

კობახიძე მოსწავლეებისთვის ციხის კადრების ჩვენებაზე: ეს არის სრულიად დაუშვებელი

ალბათ, განათლების სამინისტრო გააკეთებს ამაზე განმარტებას. რა თქმა უნდა, არასრულწლოვნების ჩართვა ასეთ ღონისძიებებში არ არის გამართლებული, მით უმეტეს, ვინმეს იძულებით მიყვანა რაიმე ღონისძიებაზე, ეს არის სრულიად დაუშვებელი. თუ ასეთი ფაქტი მოხდა, არა მხოლოდ არასრულწლოვნის, არამედ, სრულწლოვანის მიმართაც, ეს არ შეიძლება უბრალოდ და, რა თქმა უნდა, არასრულწლოვნების მით უმეტეს, ასეთი ტიპის, ორგანიზებუბულად ჩართვა ასეთი ტიპის ღონისძიებებში. მიმაჩნია, რომ ეს არ არის სწორი. შეიძლება გაიმართოს გარკვეული ჩვენება და ნებაყოფლობით, ვისაც სურვილი აქვს, მიბრძანდება და ნახავს ამას. ასე რომ, ასეთი ღონისძებები არის გაუმართლებელი და არა მგონია, ყოფილიყო განათლების სამინისტროდან ასეთი დავალება.

განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ რეგიონებში, ენმ-ის მმართველობის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის "სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკის" ჩვენებაზე მოსწავლეების, მშობლების და მასწავლებლების მიყვანაზე. ენმ-ის ცნობით, ფილმის ჩვენებაზე დამსწრეები მუქარით მიიყვანეს.

კომენტარები