კრიზისი უკრაინაში

პოროშენკო: 15 თებერვლიდან, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 1 100-ჯერ დაირღვა

dailystormer.com

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ მუშაობს და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებია აუცილებელი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა გერმანულ გამოცემა ბილდისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პეტრო პოროშენკოს თქმით, 15 თებერვლიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი პრორუსული ძალების მხრიდან 1 100-ჯერ დაირღვა. მისი განცხადებით, უკრაინა შეთანხმების ყველა პირობას ასრულებს, სეპარატისტები კი, ეუთოს დამკვირვებლებს მონოტორინგის განხორციელების საშუალებას არ აძლევენ.

ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის მტკიცებით, გუშინ სეპარატისტებმა ცეცხლი 23-ჯერ გახსნეს, მათ შორის ნაღმმტყორცნებიდან და ყუმბარმტყორცნებიდან, ორჯერ კი, ცეცხლი ტანკებიდან გახსნეს. სეპარატისტები დონეცკის, ლუგანსკისა და მარიუპოლის მიმართულებთ აქტიურობენ.

რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ, შესაძლოა, ვლადიმირ პუტინს დნესტრისპირეთის მხრიდან, სადაც 1400 რუსი ე.წ. სამშვიდობოა განლაგებული, ოდესაზე შეტევა ჰქონდეს დაგეგმილი. მაკკეინი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების გადაცემა აუცილებელია.

კომენტარები