ციხის კადრები

მინაშვილი: მოსწავლეები და პედაგოგები ციხის კადრების სანახავად იძულებით დაჰყავთ

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის აკო მინაშვილის განცხადებით, რეგიონებში, ენმ-ის მმართველობის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის "სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკის" ჩვენებაზე მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები მუქარით დაჰყავთ. ამის შესახებ მინაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში თქვა.

მათივე დადგმული ფილმის არავის არ სჯერა. მით უმეტეს მაშინ, როცა მათი სახე ბედუკაძეა. იძულებითი წესით მიჰყავთ სკოლის მოსაწავლეები, მასწავლებლები, მშობლები, რომ ეს ფილმი ანახონ. სკოლის მოსწავლეებს აშინებენ, რომ სკოლიდან გააგდებენ. მშობლებს - რომ მათი შვილები დაისჯებიან, მასწავლებლებს სამსახურიდან გაშვებით ემუქრებიან. ამ ადამიანებმა არ იციან, სად მიდიან. ფილმის ყურებისას ფოთში პროტესტი გამოთქვეს საზოგადოების წარმომადგენლებმა, მაგრამ ისინი დარბაზიდან არ გამოუშვეს და პირიქით ჩაკეტეს. ამას გეგმავენ მერიის თანამშრომლები და საკრებულოს თავმჯდომარე", - აცხადებს აკაკი მინაშვილი. 

არასამთავრობო ორგანიზაციის "ყველა თაობა საქართველოსთვის" ხელმძღვანელის, გია სალუქვაძის ორგანიზებით ზუგდიდში, ფოთსა და ხობში დოკუმენტური ფილმის "სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკის" ჩვენება გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ქართული ოცნების მხარდამჭერები, სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და საბავშვო ბაღის აღმზრდელები ესწრებოდნენ. ტელეკომპანია ოდიშის სიუჟეტში ბავშვები ამბობენ, რომ ისინი ცენტრში მასწავლებელმა მიიყვანა.

აღნიშნულ საკითხზე მოკვლევას განათლების სამინისტრო დღეს დაიწყებს. უწყების ცნობით, ამის შესახებ მათთვის ცნობილი შაბათს გახდა. 

კომენტარები