21 მარტის აქცია

ზუგდიდში, თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრში 50-მდე ადამიანი შეიჭრა

Ani Nadareishvili/Fb.com

ზუგდიდში, თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრში, ანი ნადარეიშვილის ოფისში 50-მდე ადამიანი, მათ შორის ზუგდიდის საკრებულოს წევრები შეიჭრნენ.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით დამსხვრეულია მინები და ნაცემი არიან ცენტრის თანამშრომლები. ადგილზე რამდენიმე წუთის დაგვიანებით მივიდა საპატრულო პოლიციაც.

რუსთავი 2-თან საუბარში ბაჩო ახალაიას მეუღლე აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები 21 მარტს დაგეგმილ აქციას აპროტესტებდნენ და მისგან ითხოვდნენ პასუხს კითხვაზე, თუ რატომ მიჰყავდა მოქალაქეები დაგეგმილ აქციაზე.

"განწირული ხმით ვყვიროდი, ვითხოვდი დახმარებას, რომ არცერთ მხარეს არ დაშავებულიყვნენ ახალგაზრდები. საპატრულო პოლიცია ცოტა მოშორებით იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა მისცეს საშუალება აქციის მონაწილეებს შემოვარდნილიყვნენ ოფისში და გაეკეთებინათ ის რაც სურდათ. დამსხვრეულია შუშები ნაცემი არიან ჩემი თანამშრომლები,"- აცხადებს ანი ნადარეიშვილი.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შს სამინსიტროს ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია.

კომენტარები