საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე მთავარ პროკურატურაში მივიდა.
კახიძეს პროკურატურაში დაბარების მიზეზი არ განუმარტავს.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია რომლის მიხედვითაც 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეს.
კახიძის თქმით, ამწუთისთვის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ოთხი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სადაც მას ბრალი 7 ეპიზოდით აქვს წარდგენილი.
კახიძე მედიასთან კომენტარს პროკურატურის დატოვების შემდეგ გააკეთებს.
დღეს თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას ბრალი დაუმძიმდა. ასევე ბრალი დაუმძიმდა ყოფილ თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს. ხოლო ყოფილ პრემიერმინისტრს ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუზუსტეს.