კრიზისი უკრაინაში

შტაინმაიერი: უკრაინისთვის იარაღის მიწოდება კონფლიქტს უკონტროლოს გახდის

ფრანკ-ვოლტერ შტაინმაიერი
wikipedia.org

გერმანია ფიქრობს, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება უკრაინის კრიზისის უფრო სახიფათო ფაზაში გადასვლას და კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ვაშინგტონში ვიზიტისას განაცხადა. 

ცნობისთვის, არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, არამედ ობამას ადმინისტრაციაშიც გაიზარდა მათი რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ საჭიროა უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება. თუმცა, გერმანიასა და ევროკავშირის რამდენიმე სხვა ქვეყანაში თვლიან, რომ ეს უფრო მეტად გამოიწვევს იმ კონფლიქტის ესკალაციას, რომელმაც უკვე 6000 ადამიანზე მეტი შეიწირა.

“მესმის, რომ ყველას სურს კონფლიქტის სწრაფად დასრულება, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ვითარებას ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ. არ არსებობს გარანტია, რომ სამხედრო თვალსაზრისით მდგომარეობა ჩვენი სურვილისამებრ განიმუხტება. არსებობს იარაღის მიწოდების შემთხვევაში კონფლიქტის ახალ ფაზაში გადაყვანის და მასზე კონტროლის სრულად დაკარგვის საფრთხე. შესაძლოა რუსეთისა და უკრაინას შორის სამხედრო დაპირისპირება სახიფათო ესკალაციაში გადაიზარდოს, რაც არავის ინტერესში არ არის”, - განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა. 

კომენტარები