- თბილისში, პარლამენტის ძველ შენობაში დარგობრივი ეკონომიკისა და საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს. სხდომას საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც ესწრება. სხდომა 20 წუთის დაგვიანებით წუთიერი დუმილით დაიწყო. დეპუტატებმა პატივი ავტოკატასტროფაში დაღუპულ ქართველ სამხედრო კურსანტებს მიაგეს. თავისუფალმა დემოკრატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დასაწყისშივე დატოვეს.
- ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასეს საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა. მმართველი კოალიციის ლიდერები, რომლებსაც კითხვები ძირითადად გიორგი ქადაგიძესთან ჰქონდათ, ეკონომიკური პროფილის მინისტრების გამოსვლას დადებითად აფასებენ. თინა ხიდაშელის თქმით, გიორგი კვირიკაშვილმა წარმოადგინა კონკრეტული ხედვა თუ როგორ უნდა მოხდეს მდგომარეობის გამოსწორება.
- ხვალ პარლამენტში რიგგარეშე სხდომა გაიმართება. საპარლამენტო უმრავლესობა ქუთაისში ჩასვლას არ აპირებს. მათი შეფასებით, ნაციონალურ მძრაობას შოუს მოწყობა სურს, რის საშუალებასაც არ მისცემენ.
- ნიუ-ჯერსის შტატში ავტოავარიის შედეგად დაღუპული აშშ-ს საზღვაო თავდაცვის აკადემიის ორი ქართველი კუსანტის - სოსო მაკარაძისა და ბესარიონ გორჯოლაძის ცხედრები საქართველოში ჩამოასვენეს.
- ვლადიმირ პუტინი, რომლიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ცნობები გუშინდელი დღიდან ვრცელდება, კამერების წინ არც დღეს გამოჩენილა.




