სავიზო რეგულაციები

კვირიკაშვილი: სავიზო რეგულაციების გამკაცრება შეცდომა იყო, რომელსაც ვასწორებთ

ბინადრობის უფლებების გაცემის გართულება შეცდომა იყო, რომელსაც ვასწორებთ - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის ყოფილ შენობაში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

კვირიკაშვილის თქმით, სავიზო რეგულაციების შემოღებისთვის ადმინისტრაციული სისტემა მზად არ იყო და საჭიროა ცვლილებები.

 „სავიზო რეგულაციებზე, მე სრულად ვიზიარებ როგორც მთავრობის წევრი ამ პასუხისმგებლობას და არასოდეს არ გავურბივარ მას და როგორც მოგახსენეთ, ვაპირებთ  ადმინისტრაციული პრობლემების გამოსწორებას(ადმინისტრაციული სისტემა არ დახვდა მზად ცვლილებებს რომლებიც განხორციელდა), ასევე ვაპირებთ ლიბერალიზაციას მნიშვნელოვნად, რათა ბინადრობის უფლებების გაცემის ნაწილშიც მნიშვნელოვნად გაიოლდეს სიტუაცია. რაც შეეხება უცხოელებისთვის ბინადრობის უფლების მიღების გართულებებს, დიახ იყო ნამდვილად გართულებები რაც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ამას ვაღიარებთ და ვასწორებთ“ - განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები