არეულობა ფერგიუსონში

ფერგიუსონში სროლის შედეგად ორი პოლიციელი დაშავდა

Louis Post-Dispatch / AP

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ფერგიუსონში, სადაც აგვისტოში პოლიციელის მიერ შავკანიანი ახალგაზრდის მკვლელობის გამო არეულობა არაერთხელ მოხდა, სროლის შედეგად ორი პოლიციელი დაშავდა.

თავდაპირველად, პოლიციის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ მკვეთრი ზომების მიღებას მოითხოვდნენ. მას შემდეგ, რაც აქცია დასრულდა, უცნობმა პირებმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს.

რამდენიმე დღის წინ შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვით, ფერგიუსონის პოლიციასა და სასამართლოში რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტები გამოვლინდა. ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ქალაქის პოლიციის უფროსი გადადგა. მანამდე კი, ნაფიცმა მსაჯულებმა დაასკვნეს, რომ შავკანიანი ახალგაზრდის მკვლელი პოლიციელის ქმედებებში მისთვის ბრალის წარდგენის საფუძველი არ არსებობს. 

კომენტარები