არეულობა ფერგიუსონში

პოლიციელი, რომელმაც ფერგიუსონში შავკანიანი თინეიჯერი მოკლა, გადადგა

aol.com

პოლიციის ოფიცერი, რომელმაც ფერგიუსონში შავკანიანი თინეიჯერი მაიკლ ბრაუნი მოკლა, გადადგა. დარენ უილსონმა თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ არ სურდა პოლიციელი კოლეგების სიცოცხლის რისკის წინაშე დაყენება. მისი თქმით, თანამდებობის დატოვება იყო ყველაზე რთული ნაბიჯი, რაც მას ოდესმე გადაუდგამს.

აღსანიშნავია, რომ ნაფიცი მსაჯულების მიერ მისთვის ბრალის არწარდგენას, ფერგიუსონსა და აშშ-ის სხვა ქალაქებში დემონსტრაცია მოჰყვა.

მიმდინარე წლის 9 აგვისტოს ოფიცერმა რამდენიმე გასროლის შედეგად 18 წლის შავკანიანი შეუიარაღებელი ახალგაზრდა მოკლა.

კომენტარები