აქცია

პარლამენტის ყოფილ შენობასთან საპროტესტო აქცია დასრულდა

ტაბულა

თბილისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან თავისუფალი ზონისა და სამართლის თაობის საპროტესტო აქცია დასრულდა. როგორც აქციის მონაწილეებმა ტაბულას უთხრეს, ისინი სავარაუდოდ შსს-სთან გადაინაცვლებენ. მათი ინფორმაციით, დაკავებულია აქციის ოთხი მონაწილე. ისინი ჯერ გაარკვევენ, სად გადაიყვანეს დაკავებულები და შემდეგ, საპროტესტო აქციას სწორედ იმ უწყებასთან გააგრძელებენ. 

დღეს პარლამენტის ყოფილ შენობასთან რამდენიმე პირი, მათ შორის, თავისუფალი თაობის ლიდერი ლადო სადღობელაშვილი დააკავეს. თავისუფალი თაობის წევრებმა შენობიდან გამოსულ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს გოკა გაბაშვილს და გიგა ბოკერიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირებაში თავისუფალი ზონის და სიმართლის თაობის წევრები ჩაერთნენ, რომლებიც მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავდნენ. შედეგად, პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. ჯერჯერობით, არ კონკრეტდება, აქციის რამდენ მონაწილეზეა საუბარი.

კომენტარები