ქართველი სამხედროები

აშშ-ში დაღუპულ ქართველ კადეტებს დღეს ჩამოასვენებენ

Facebook.com
ნიუ-ჯერსიში დაღუპული ქართველი კადეტების ცხედრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, 17:25 საათზე ჩამოასვენებენ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩამოსვენების ცერემონიალს აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, გოჩა რატიანი და ლევან ღირსიაშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და მისი მოადგილეები, ასევე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელი პირები და აკადემიის იუნკრები დაესწრებიან.
 
ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო თავდაცვის აკადემიის ორი ქართველი მსმენელი - სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში, 7 მარტს მომხდარ ავტოავარიას ემსხვერპლნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რიგითი სოსო მაკარიძე ნიუ-ჯერსიში აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის IV დამამთავრებელი კურსის მსმენელი იყო. ის აკადემიაში 2011 წლიდან სწავლობდა. II კურსის მსმენელი, რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე საზღვაო თავდაცვის აკადემიაში 2013 წლიდან ირიცხებოდა.

კომენტარები