ფოკუსი

11 მარტი,2015

- პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონების გუბერნატორებს, მერებსა და გამგებლებს შეხვდა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, დავაჩქაროთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპები. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თითოეული რეგიონის ეკონომიკური განვითარება არის ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი.
- საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2014 წლის მეოთხე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 349 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 61%-ით აღემატება, ხოლო დაზუსტებულ მონაცემებს 54%-ით. მთლიანად 2014 წელს საქართველოში შემოსული ინვესტიციების მოცულობამ მილიარდ 200 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის მონაცემებს 35 პროცენტით აღემატება.
- უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა მინსკის შეთანხმების თანახმად, მძიმე შეიარაღების უდიდესი ნაწილი ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს. ამავე დროს, როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, სეპარატისტები მძიმე ტექნიკის გაყვანის გადამოწმების საშუალებას ეუთოს დამკვირვებლებს არ აძლევენ.
- ''არ მინდოდა ჩემი ორიენტაციის გამჟღავნება, რადგან ვიცოდი, რომ ოჯახში ძალიან დიდი პრობლემები შემექმნებოდა, მაგრამ ერთხელაც მამაჩემმა გაიგო, რომ გეი ვარ. ჩემი ოთახის კარი შემოამტვრია, მეცა და მახრჩობდა'' - მსგავს შინაარსის ტექსტების, ისტორიების, ფოტოსურათებისა და ნახატების გაცნობა ქართველი თანამედროვე მხატვრის, ეთერ ჭკადუას გამოფენაზე დამთვალიერებელს 10 მარტიდან შეუძლია. ეთერ ჭკადუამ ორგანიაზცია იდენტობასთან და ევროპის სახლთან ერთად გამოფენა, სახელწოდებით „ანონიმი“ 10 მარტს გახსნა და ჰომოსექსუალი ადამიანების მიმართ გამოვლენილი ძალადობის აღწერას მიუძღვნა.

კომენტარები