- საპარლამენტო უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირების მორიგი მიზეზი რიგგარეშე სხდომის დანიშვნა გახდა. გიორგი მარგველაშვილის განკარგულებით განაწყენებული მმართველი კოალიციის ლიდერები პრეზიდენტთან ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით დაგეგმილ შეხვედრაზე არ მივიდნენ.
- საქართველოს პრეზიდენტი ეკონომიკის ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრა ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, გიორგი აბაშიშვილის ინიციატივით გაიმართა. ეკონომისტების შეფასებით, ეკონომიკური კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა მთავრობამ უფრო ინტენსიურად იმუშაოს.
- საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიმართ კრიტიკული განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი დღის შემდეგ, თეა წულუკიანი ირანის ელჩს შეხვდა. მინისტრის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ირანის საელჩოს განცხადების ორიგინალი თარგმანისგან განსხვავდება. აღსანიშნავია, რომ განცხადების თარგმანი, რომელსაც მინისტრი ხარვეზიანს უწოდებს, თავად საელჩომ გაავრცელა.
- რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი დასავლეთს მოუწოდებს, უკრაინის წინააღმდეგ სანქციების შემოიღოს. სერგეი ლავროვის განცხადებით, კიევი მინსკის შეთანხმების არ ასრულებს და საკონტაქტო ჯგუფის მუშაობას ხელს უშლის. „იქმებ დასავლეთს სურს სანქციების რეჟიმი გამოიყენოს, რათა კიევს მიღწეული შეთანხმების შესრულება აიძულოს?", - განაცხადა ლავროვმა.
ფოკუსი




