უკრაინის კრიზისი

მეუფე სპირიდონი: ვილოცოთ, რომ რუსეთი, უკრაინა და ბელარუსი გაერთიანდეს

cp.ge

სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსი სპირიდონ აბულაძე ქადაგების დროს ამბობს, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები მესამე ძალების წაქეზების და არამართლმადიდებლების ძალიან დიდი მზაკვრობის შედეგია. მისი თქმით, დასავლეთის სამყაროს, ამერიკელებს და კათოლიკურ სამყაროს უხარია, რომ უკრაინაში მართლმადიდებლები ხოცავენ ერთმანეთს და ამიტომ ხელს უწყობენ ძმათამკვლელ ომს. მეუფე სპირიდონი ასევე ამბობს, რომ უკრაინა, რუსეთი და ბელარუსი ერთ ძლიერ სახელმწიფოდ გაერთიანდება, რომელსაც მირონცხებული მეფე ეყოლება და მრევლს ამისთვის ლოცვისკენ მოუწოდებს. 

„მოგეხსენებათ, რომ რუსეთი დაიწყო კიევიდან. თავიდან იყო კიევის რუსეთი და  შემდეგ, როცა გამრავლდა ეს ერი, ზოგი წავიდა ჩრდილოეთით, ზოგი ჩრდილო-დასავლეთით და იქ შეიქმნა მოსკოვის სამთავრო, იქ შეიქმნა დღევანდელი ბელორუსია. მაგრამ, ეს ერთი ხალხია. 'კიევსკაია რუსკა' იყო შემდეგ ნაწლებად: ეს არის მოსკოვის რუსეთი 'ბალშაია რასსია', არის 'ბელაია რასსია', ბელორუსია და არის 'მალაია რასსია', რომელსაც ერქვა კიევის ოლქები. ეს ესე იყო ყოველთვის, ეს იყო ერთი ხალხი, ერთი ერი.

ამდენად, ძალიან გულსატკენია ის, რომ გარკვეული ძალების, მესამე ძალების წაქეზებით და არამართლმადიდებლების ძალიან დიდი მზაკვრობით, დღეს იქ მიდის ძმათა შორის სისხლის ღვრა. ვევედროთ უფალს, რომ კიევ-პეჩორის მამების ლოცვით, ეს ყველაფერი მოგვარდეს. თქვენ ალბათ წაგიკითხავთ წიგნი ‘რუსეთი მეორედ მოსვლის წინ’ - ეს წიგნი სისტემატიზირებულია დაახლოებით 30 წლის უკან და საოცარის ის არის, რომ ამ წიგნში განხილულია ზუსტად ის მოვლენები, რომელიც დღეს ხდება. ნაწინასწარმეტყველებია რაც დღეს ხდება უკრაინაში და საოცარი რამე წერია იქ, რომ კიევ-პეჩორის მამების ლოცვით უფალი გააერთიანებს რუსული ტომის სლავებს - უკრაინას, ბელორუსიას და რუსეთს. 

ეს იქნება ძალიან დიდი სახელმწიფო, ერთი ძლიერი მმართველობის ქვეშ, ისეთი ძლიერი სახერლმწიფო, რომ თვით ანტიქრისტესაც შეეშინდება მისიო... და ისინი შექმნიან ერთ ძლიერ მართლმადიდებლურ სახელმწიფოს, რომელსაც ეყოლება მირონცხებული მეფე. რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის უნდა ვილოცოთ. უნდა ვევედროთ უფალს, რომ ესე მოხდეს“.

სამწუხაროდ დღეს ამასთან დაკავშირებით დეფორმირებული და არამართლმადიდებლური შეხედულებაა გარკვეულ წრეებში რაც არ არის სწორი. ეს ერთი ხალხია. წარმოიდგინეთ საქართველო. აქ არის კუთხეები, ერთი ხალხია ეს. წარმოიდგინეთ, რომელიმე მხარემ განაცხადოს, რომ, მე არ ვარ ქართველი. დაუწყოს ცენტრალურ ხელისუფლებას ჩხუბი და მოითხოვოს ცალკე ეკლესია. ეს იქნება ჩამოყალიბებული მკრეხელობა. აბსოლუტურად იგივე სიტუაციას აქვს უკრაინაში საქმე.

სლავების გარკვეული ნაწილი, რომლებსაც ჰქვიათ პოლონელები, რომის პაპმა გააკათოლიკა. ხოლო სლავების დანარჩენი ნაწილი დარჩა მართლმადიდებლებად. ეს არის სერბები და რუსები. პოლონელები, კათოლიკური სამყარო, ყოველთვის ცდილობდა იძულებით დაენერგა პაპიზმი ანუ კათოლიციზმი მართლმაიდებლურ სამყაროში. კათოლიკეები ამით ცნობილები არიან. წვავდნენ ხალხს, ხარშავდნენ, კლავდნენ...

1946 წელს, როცა სტალინის ჯარები შევიდნენ ევროპაში, მან, სტალინმა, გააუქმა ბრესტის უნია და ათიათასობით უნიატური ტაძარი დაუბრუნა ისევე რუსეთის ეკლესიას. მაგრამ, გარბაჩოვმა, როდესაც რომის პაპს შეხვდა, ეს ათიათასობით ეკლესია, პაპის თხოვნით, ისევე დაუბრუნა უნიატების ეკლესიას. დაახლორბით 25 წელიწადია ეს უნიატური ეკლესია ზრდის თავის კათოლიკურ მოდგმას და ესენი დაუპირისპირდნენ მართლმადიდებელ ხალხს და მათი საშუალებით მოხდა უკრაინაში ეს ამბოხი და საშინელი ძმათალკვლელი ომი. ვინ უწყობთ ამათ ხელს? აი ეს დასავლეთის სამყარო, ის ამერიკელები, ის კათოლიკური სამყარო, რომელსაც უხარია ძალიან, რომ მართლმადიდებლები ერთმანეთს ხოცავენ და მართლმადიდებლებს ხოცავენ ეს უნიატები, ეს სარწმუნოებაგადაგვარებული ხალხი. ეს არის დღეს რაც ხდება იქ.

ზოგი დღეს ლანძღავს და აგინებს რუსეთს, ბელორუსიას და მართლმადიდებლურ სამყაროს. რა გინდა ადამიანო, რომ დღეს მართლმადიდებლური სამყარო დააჩოქოს კათოლიკურმა და პროტესტანტულმა სამყარომ? არ იცი რა მოხდება? ბიზანტია რომ დაეცა რა დაგვემართა ჩვენ? რამ გაგიყინა ტვინი? მიუხედავად იმისა, რომ იმ ძლიერ, მართლმადიდებელ ხალხს ჩვენთვის ზოგჯერ ბევრი ვნება აქვს მოყენებული, ასე არ გვიკეთებდნენ ბიზანტიელებიც? მაგრამ ბიზანტიელების დაჩოქების და დაცემის შედეგად საქართველოს სამეფო გაიყო სამად და ქართველ გოგო-ბიჭებს თურქეთში ყიდდნენ. ვერ ხვდები რომ ესე მოხდება და უარესი კიდე?" - ვისმენთ ეპისკოპოსის ქადაგების დროს.

კომენტარები